Thursday, October 13, 2011

ჩემი პირველი მოთხრობა "დრო მიდის..."

ყოველი დღე ერთნაირია, თითქოს ერთი კვირა არის ერთი დიდი დღე. ამ ბოლო დროს ძალიან სწრაფად გარბის დრო. თითქოს დრო შენ ხარ, მიდიხარ და უკან რომ მოიხედები შენი შექმნილი წამები,წუთები,დღეები, კვირები,წლები უკან რჩებიან და არ მოგყვებიან, შენ კი ისევ მიდიხარ... არ მინდა ვიყო დრო, ნამდვილად არ მინდა. ის ვერ ხვდება ცხოვრების აზრს. მისი მოვალეობა მხოლოდ უგზოუკვლოდ, უკანმოუხედავად სიარულია, გაუჩერებლად სიარული ... ადამიანის ცხოვრების ერთფეროვნება სულ სხვანაირია. ადამიანის ცხოვრებაში ხდება ხოლმე რაღაც საინტერესო. ყოველ დღე თუ არა ხშირად მაინც არის სიახლეები,თუმცა ამას ადამიანი ან არ იმჩნევს, ანდაც ვერ ხედავს, ანდ ვერც აფასებს და ფიქრობს რომ " ეს ხომ ისედაც უნდა მომხდარიყო". ადამიანი მართლაც ვერასდროს აფასებს რაც გააჩნია. დრო კი ისევ მიდის... დრომ არ იცის რა არის მეგობრობა, სიყვარული და სხვა გრძნობები რაც შეიძლება ადამიანმა განიცადოს... ის ისევ მიდის... ერთს არ შემოგხედავს... მან ალბათ ისიც არ იცის რა არის ინტერესი, ამიტომ არ ვაინტერესებთ ჩვენ. არ ფიქრობს ჩვენზე, რომ ცოტა ნელა იაროს, ნაბიჯებს უკლოს, დაგვაცადოს ცხოვრება.
      დროს და ადამიანს არანაირი კავშირი არ აქვთ ერთმანეთთან. ადამიანი შეიძლება იყოს როგორც კეთილი, ასევე ბოროტიც და სხვა... დრო კი ისევ მიდის... არც ახლა გველოდება, ვინ იცის იქნებ მოვიდეს ის დროც, როდესაც დრო დაგველოდება, მაგრამ ახლა იგი გაუჩერებლად მიდის... არ უყურებს არაფერს, უბრალოდ მიქრის...!




2011 წ.

No comments:

Post a Comment