Friday, October 21, 2011

* * *

ra aris ocneba ?
ocneba aris saocari ram, Sedgeba bevri bevri fiqrisgan, romelic adamians 24 saaTi TavSi utrialebs. fiqrebiT yvela adamians gamotenili aqvs Tavi, fiqri Tavisdauneburad modis adamianis tvinSi, Tavgzas ubnevs da cdilobs rac unda is gaakeTebinos adamians.
nel-nela mogepareba da boloSi  magrad gejaxeba, amis Semdeg es fiqri agekviateba Zalian did xans... ocneba ki fiqridan modis, bevrs fiqrob fiqrob, darbixar Zalian bevrs, verafers poulob, darbixar ufro swrafad da ipovi imas rac Zaaaaaaaaaaaaaalian ginda... mere imaze Zalian bevrs fiqrob da warmoidgen rom is Senia da Sen gagaCnia... ocneba, ocneba, ocneba... es yvelaferi ocnebaa, romelsac aranairi kavSiri ar aqvs realobasTan. ocnebis dros adamiani maRla, maRla caSi afrindeba, mowydeba realobas da uceb mwared daenarcxeba realur, yoveldRiur,erTferovan cxovrebas...  es mware danarcxeba ki adamianisTvis mtkivneulia, mas unda rom is ocneba romelzedac ramodenime wuTis win fiqrobda iq daenarcxos,magram is saerTod sxva samyaroSi xvdeba, romlis ukmayofiloa ...
   ra aris realoba ??
adamiani realuri arsebaa,romelsac realuri Tvisebebi, grZnobebi gaaCnia.
adamiani realobazea damokidebuli,realobiT cocxlobs, realuri garemoa mis garSemo, realurad xdeba movlenebi mis cxovrebaSi, realoba realoba da isev realoba... yvelaferi realurad realuria!! 

Thursday, October 13, 2011

ჩემი პირველი მოთხრობა "დრო მიდის..."

ყოველი დღე ერთნაირია, თითქოს ერთი კვირა არის ერთი დიდი დღე. ამ ბოლო დროს ძალიან სწრაფად გარბის დრო. თითქოს დრო შენ ხარ, მიდიხარ და უკან რომ მოიხედები შენი შექმნილი წამები,წუთები,დღეები, კვირები,წლები უკან რჩებიან და არ მოგყვებიან, შენ კი ისევ მიდიხარ... არ მინდა ვიყო დრო, ნამდვილად არ მინდა. ის ვერ ხვდება ცხოვრების აზრს. მისი მოვალეობა მხოლოდ უგზოუკვლოდ, უკანმოუხედავად სიარულია, გაუჩერებლად სიარული ... ადამიანის ცხოვრების ერთფეროვნება სულ სხვანაირია. ადამიანის ცხოვრებაში ხდება ხოლმე რაღაც საინტერესო. ყოველ დღე თუ არა ხშირად მაინც არის სიახლეები,თუმცა ამას ადამიანი ან არ იმჩნევს, ანდაც ვერ ხედავს, ანდ ვერც აფასებს და ფიქრობს რომ " ეს ხომ ისედაც უნდა მომხდარიყო". ადამიანი მართლაც ვერასდროს აფასებს რაც გააჩნია. დრო კი ისევ მიდის... დრომ არ იცის რა არის მეგობრობა, სიყვარული და სხვა გრძნობები რაც შეიძლება ადამიანმა განიცადოს... ის ისევ მიდის... ერთს არ შემოგხედავს... მან ალბათ ისიც არ იცის რა არის ინტერესი, ამიტომ არ ვაინტერესებთ ჩვენ. არ ფიქრობს ჩვენზე, რომ ცოტა ნელა იაროს, ნაბიჯებს უკლოს, დაგვაცადოს ცხოვრება.
      დროს და ადამიანს არანაირი კავშირი არ აქვთ ერთმანეთთან. ადამიანი შეიძლება იყოს როგორც კეთილი, ასევე ბოროტიც და სხვა... დრო კი ისევ მიდის... არც ახლა გველოდება, ვინ იცის იქნებ მოვიდეს ის დროც, როდესაც დრო დაგველოდება, მაგრამ ახლა იგი გაუჩერებლად მიდის... არ უყურებს არაფერს, უბრალოდ მიქრის...!




2011 წ.

ჩემი პირველი პოსტი... :)

ჩემო უსაყვარლესო მკითხველო, ეს არის ჩემი პირველი პოსტი და მინდა რომ რამეთი დაგაინტერესოთ და ხშირად შემოიხედოთ ხოლმე ჩემს ბლოგზე...:) მოკლედ ვეცდები რომ ყოველდღე თუ არა ხშირად მაინც განვაახლო პოსტები და დაგაინტერესოთ...
   მოლკედ მე ვარ სოფო,  13 წლის გოგონა. რატომ არ ვიცი მაგრამ დამაინტერესა ბლოგებმა და გადავწყვიტე რომ მეც გამეთებინა ისეთი რამ რაც სხვებს დააინტერესებს.. :) კონკრეტულად მემგონი არაფერზე არ იქნება ჩემი ბლოგი, ცოტ-ცოტა ყველაფერი:) ვიმედოვნებ კმაყოფილი დარჩებით ჩემი პოსტებით და შემოიჭყიტებით ხოლმე  : ))